2023 წელს ევროპაში, სულ მცირე, 10 ისლამისტური ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა – ნიდერლანდების დაზვერვა

ნიდერლანდების დაზვერვის (AIVD) მონაცემით, გასულ წელს სპეცსამსახურებმა ევროპის მასშტაბით, სულ მცირე, 10 ისლამისტური ტერაქტი აღკვეთეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ საკვანძო ფაქტორები, რომლებმაც ტერაქტების საფრთხე გაზარდა, იყო ყურანის დაწვასთან დაკავშირებული აქციები, ასევე, ისრაელ – “ჰამასის” ომი.

იმ თავდასხმებს შორის, რომელთა არიდებაც მოხერხდა, იყო გამვლელებში დანით შევარდნა, ასევე, კონკრეტულ შენობებთან ან მასობრივ ღონისძიებებზე ტერაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები