„რუსეთის საზღვრებთან 33 ათასი ნატოელი ჯარისკაცი იმყოფება“ – სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან 33 ათასი ნატოელი ჯარისკაცი იმყოფება, განლაგებულია 300-მდე ტანკი და 800-ზე მეტი სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა.

შოიგუს თქმითვე, ნატოს სწავლებებში 90 ათასამდე სამხედროა ჩართული.

„ჩვენს საზღვრებთან 33 ათასამდე ნატოს სამხედრო იმყოფება, 300-მდე ტანკი და 800-ზე მეტი სხვა ტიპის საბრძოლო ჯავშანტექნიკა. გერმანიაში შეერთებული შტატების გაერთიანებული სარდლობის ბაზაზე “უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის” შტაბია განთავსებული”, – თქვა მან.

გარდა ამისა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთი უახლოესი თაობის შეიარაღებისა და ტექნიკის წარმოებას გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები