დღეს ორბელიანების სასახლეში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება

დღეს ორბელიანების სასახლეში კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

კომისიის დღევანდელი სხდომის მუშაობის ტრანსლაცია მოხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით – www.facebook.com/OrbelianiPalaceCommunications/

კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი – სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი – ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე – მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა.
კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი.

კომისია გასაუბრების პროცესს დღეს დაასრულებს და გასაუბრების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის პირველ მაისამდე წარუდგენს.

სების საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვალიდან 1 მარტის ჩათვლით
მიმდინარეობდა. სების საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები