„სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

„ოკუპაციის პერიოდში ამასთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, მაშინ საბაზო პრინციპებთან შეთანხმებაც არ გამოგვდიოდა. თუმცა, ახლა პროექტი არსებობს. ამჟამად საერთო ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება. მხოლოდ დეტალების დაზუსტება გვრჩება. თუმცა, ცხადია, ორივე მხარეს დრო სჭირდება“, – ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, ბაქომ ყაზახეთის წინადადება მიიღო, რომელიც სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მისაღებად არის მზად.

„დავეთანხმეთ ამ წინადადებას, თუ სომხეთი თანხმობით უპასუხებს, შეხვედრა ყაზახეთში შედგება”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები