თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციური კანონპროექტების მიღება დიდი ეროვნული საქმეა

„როდესაც 1995 წლის კონსტიტუციას ვიღებდით, იქ ეწერა ტერმინი – მეუღლეები. ვერც კი წარმოადგენდით, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა ვინმე სხვა. 2017 წელს, ქალი და მამაკაცი ჩავწერეთ ოჯახის ცნებაში. ახლა თურმე, სქესი არჩევანი ყოფილა. ისეთ დონეზე მივედით, სიტყვა „გენეტიკურის” ჩამატება მოგვიწია”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მისი თქმით, კანონს პრევენციული ხასიათი აქვს და მისი მიზანი მომავალი თაობის დაცვაა.

„არის რაღაც, რაც უნდა შეიზღუდოს, იმის გამო, რომ მომავალი თაობები იყოს დაცული. ჩვენ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ, თორემ, თუ შენი არჩევანია ასეთია, შენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეში არ შევალთ, პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ. დისკრიმინაციაზე როცა არის საუბარი, არანაირი ნიშნით არ შეიძლება ადამიანის დისკრიმინაცია, მაგრამ პროპაგანდა, ისევე როგორც ნაციზმი, არის დაუშვებელი. ამ კანონმდებლობის მიღება არის დიდი ეროვნული საქმე და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები