მისი თქმით, ძალიან ძლიერი კანონები მიიღო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ – პოლონეთმა,  უნგრეთმა. 

სოზარ სუბარმა  სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან.

„რაც კლასიკური უფლებები იყო, უკანა პლანზე გადაინაცვლა, ხშირ შემთხვევაში ხდება მათი სრული იგნორირება. წინ წამოიწია მახინჯმა ფორმებმა, რასაც დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებებს და ეს არანაირი უფლებები არ არის.  დაახლოებით, 10 მლნ ბავშვი არის მსოფლიოში, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ორი მამა ან ორი დედაა. მეცნიერულადაა დადგენილი, რომ  სამჯერ მაღალია ასეთ ბავშვებში მენტალური პრობლემები, ემოციური გადახრები,  აშლილობის სხვადასხვა ფორმები. ბავშვის უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ, ამავდროულად, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფუნდამენტია დემოკრატიის: საკმარისია ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა ისაუბროს, რა გადახდა მას ბავშვობაში, როგორ იზრდებოდა, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა, რომ მაშინვე იკეტება ყველანაირი საინფორმაციო საშუალება  მისთვის”, –  განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ მსოფლიო დღეს ლგბტ დიქტატურამდე მიდის.

მისივე შეფასებით,  ანტიღირებულებების ძალით დანერგვა და მათი ღირებულებებად თავს მოხვევა და წარმოჩენა ხდება. 

 „ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა” , – აღნიშნა სოზარ სუბარმა.