ირაკლი ქადაგიშვილი: უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანების დაბულინგება

ეს არის უკუდურესად გაბოროტებული და ხელმოცარული ადამიანის საკუთარ მოქალაქეებზე გადმოფრქვეული ღვარძლი. ეს სიტყვები ამ ადამიანის შინაგან სამყაროს აშიშვლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული შეფასებით ქადაგიშვილი გამოეხმაურა 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას იმ განცხადებას.

„ეს ის კლასიკაა, რითაც „ნაცმოძრაობა“ სახელმწიფოს მართავდა. მაშინ საშუალება ჰქონდათ, რომ ვინც არ ეთანხმებოდა, ის ციხეში ჩაეგდო და მისთვის ქონება წაერთმია. ამას დღეს ვეღარ აკეთებენ, მაგრამ თავისუფლების მონაპოვარი მედიითა და სოციალური ქსელით სარგებლობენ და ზუსტად იმავეს აკეთებენ, ოღონდ, უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაზრისით. უგულავას მსგავს ზონდერებს ჩვენი ერთობა უნდა დავანახოთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ განაცხადა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები