„ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნა კვირების და არა თვეების საკითხია“ – რაფაელ გროსი

ირანი გამდიდრებული ურანის დიდ რაოდენობას ფლობს, რაც მის მიერ ატომური ბომბის შექმნის საკითხს “არა თვეებზე, არამედ კვირებამდე” ამცირებს.

ამის შესახებ Deutsche Welle-სთან საუბარში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისთვის, თითქმის საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი გააჩნია, ნაადრევია დასკვნის გამოტანა, რომ თეირანს ასეთი იარაღი უკვე აქვს.

გროსის აზრით, ბრძოლისუნარიანი ბირთვული ქობინის შესაქმნელად, გამდიდრებული ურანის შექმნის გარდა, საჭიროა “მრავალი სხვა რამ” მაგალითად, წვრთნების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები