ლა-მანშის გადაკვეთის მცდელობის დროს, სულ მცირე, ხუთი მიგრანტი დაიღუპა
ლა-მანშის გადაკვეთის მცდელობის დროს, სულ მცირე, ხუთი მიგრანტი დაიღუპა, საფრანგეთის პოლიცია ოპერაციას აწარმოებს.
ამის შესახებ ფრანგული გაზეთი La Voix Du Nord-ი წერს.
პოლიციის პრესმდივანი დაშავებულთა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა La Voix Du Nord წერს, რომ ასამდე მიგრანტია გადარჩენილი.