ალექსანდრე რაქვიაშვილი: პოლიტიკისების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ, ამიტომ, მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით

პოლიტიკისების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ და ამიტომ, მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით, რომ თავისი ამომრჩეველი გაახარონ და ამომრჩევლის აქეთ-იქით გადადინება არ დაუშვან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებაზე.

რაქვიაშვილის თქმით, აქციები დემოკრატიული პროცესის ნაწილია.

„აქციების წინააღმდეგი არ ვარ, რადგან დემოკრატიული პროცესების ნაწილია. განსაკუთრებით, თუ ნებაყოფლობით შეკრებილი ხალხია, აზრის გამოხატვაა. ვნახავთ, რამდენი თბილისელი გამოვა, რადგან რეგიონებიდან პარტაქტივის შეკრება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას თბილისში სათანადო რესურსი არ ჰყოფნის. ხელისუფლების აქცია ოპოზიციას სტიმულს მისცემს, რომ კიდევ უფრო დიდი აქცია მოაწყოს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ის არ მოსწონს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რაც შეეხება უგულავას, პოლიტიკისების ნაწილს იმედი არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს წაართმევენ და ამიტომ მკაფიო ხაზის გავლებას ცდილობენ მეტი შეურაცხყოფის მიყენებით, უხეში განცხადებებით, რომ ერთი მხრივ, თავისი ამომრჩეველი გაახარონ და მეორე მხრივ, ამომრჩევლის აქეთ-იქით გადადინება არ დაუშვან“, – განაცხადა
რაქვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ. როგორც მან აღნიშნა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები