მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ შეკრებაზე: აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებების რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, ხოლო ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი

ადარებდნენ ამ დღეებში („ქართული ოცნების“ დაანონსებულ შეკრებას) ასლან აბაშიძის მიერ გამოყვანილ ხალხს, შევარდნაძის მიერ გამოყვანილ ხალხს, სააკაშვილის მიერ გამოყვანილ ხალხს, ოღონდ განსხვავება იცით, რაშია? ყველა შემთხვევაში მათი რეიტინგები იყო პლინტუსს ქვემოთ, ფსკერზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შევარდნაძის ხელისუფლებამ თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში 2% მიიღო, “ქართულ ოცნებას” კი – 60%-ზე მეტი რეიტინგი აქვს.

„შევარდნაძის ხელისუფლებამ თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში 2% მიიღო, თუ არ ვცდები. აქცია რომ ჩაატარეს, იმის წინა არჩევნებში მიიღეს 2%. სააკაშვილს რომ არ გაეყალბებინა, იმ პროცენტსაც ვერ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და რამდენად სულელური და არარელევანტური შედარებაა, ხვდებით? ამიტომ გაითავისეთ, რომ ასლან აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის ხელისუფლებები იყვნენ ძალიან დიდ ფრუსტრაციაში, ხოლო ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს ვართ ყველაზე მაღალი რეიტინგის პირობებში. ეს განსხვავება არის არსებითი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები