WSJ: რაფაჰში ისრაელს ოპერაციისთვის, სულ მცირე, ექვსი კვირა დასჭირდება

ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში ისრაელის ოპერაციას, სულ მცირე, ექვსი კვირა დასჭირდება.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ეგვიპტელ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ ისრაელის არმია რაფაჰის მოსახლეობის ხან-იუნისსა და სხვა რაიონებში ევაკუირებისთვის ემზადება. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყობა კარვების ბანაკები, საკვების განაწილების ცენტრები, ასევე, საველე ჰოსპიტლები.

ევაკუაცია ორ-სამს კვირას გაგრძელდება და აშშ-სთან, ეგვიპტესა და სხვა არაბულ ქვეყნებთან კოორდინაციაში მოხდება.

ეგვიპტური წყაროები ამბობენ, რომ ისრაელი გეგმავს, სამხედროები რაფაჰში ეტაპობრივად გადაისროლოს და მიზანში აიღებს იმ რაიონებს, სადაც “ჰამასის” ლიდერები და მებრძოლები იმალებიან.

The Wall Street Journal-ს ისრაელელმა სამხედროებმა დაუდასტურეს, რომ მოსახლეობის “ანკლავის ჰუმანიტარულ” რაიონებში გადასახლებისთვის ემზადებიან, სადაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან “საკვებით, წყლითა და სამედიცინო დახმარებით”.

ოპერაციის ჩატარების ვადები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები