გურამ მაჭარაშვილი: ჩამობრძანდეს ჯოზეფ ბორელი, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, რომელი წინადადება არ მოსწონს

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო შეშფოთება გამოხატეს.

“ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, კანონში რომელი წინადადება არ მოსწონს. ორმხრივი მეგობრობა არსებობს, რაც კარგად იცის ევროპამაც და ევროკავშირმაც. თხოვნაა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ყველამ თავი დაანებოს, რომელიც კარგად ხვდება, სადაც არის სიმართლე და ტყუილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები