გურამ მაჭარაშვილი: ქართული საზოგადოება 29 აპრილს კის ეტყვის გამჭვირვალობას, სარწმუნოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არას გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას

„ქართული საზოგადოება 29 აპრილს კის ეტყვის გამჭვირვალობას, სარწმუნოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არას გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკურ ჭინკებს უარს ეტყვის.

„სხვათა შორის, 33 წლის წინ, 9 აპრილს, საზოგადოება დამოუკიდებლობას “მამაო ჩვენოს” ფონზე ითხოვდა და დღეს “შარვალჩახდილი გირჩი” კადრულობს და 100 ათასს მოწამეს შეურაცხყოფას აყენებს. ქართული საზოგადოება სწორედ ამას ეტყვის უარს და სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ჭინკებს. რაც შეეხება უგულავას, “ნაციონალური მოძრაობაა” უგულავა, “შარვალჩახდილი გირჩი” და ა.შ. ეს ის პოლიტიკური მაჯლაჯუნები არიან, რომლებსაც საზოგადოება თავის ადგილს ოქტომბერში კიდევ ერთხელ მიუჩენს. ვინც ტრადიციასა და ეკლესიას შეეხება, ცხვირ-პირს დაილეწავს. მათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენენ. ეს ადამიანები წმინდანებსა და ათასობით ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები