შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება

საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას იმ განცხადების პასუხად განაცხადა, სადაც უგულავამ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრების შესახებ აღნიშნა – „ვნახოთ, როგორ მიატოვებენ უსინდისო მასწავლებლები ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა “ნაციონალური მოძრაობის” სახე და ის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში საზოგადოების ტერორს გააგრძელებს.

„ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, რას აკეთებდნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, ფეისბუკიდან და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როცა ვსაუბრობთ NGO-ებზე და ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია.
საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები