შალვა პაპუაშვილი – „გამჭვირვალობის კანონზე”: უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი

„როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ის შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წაკითხვა არ სურს.

“ჩვენ ვიცით მაგალითები, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ევროპული ღირებულებებისა. სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომ გვიწევს კანონის მიღება. პრობლემაა შემდეგში, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია რასაც აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის მითითებული – ლინკი კანონპროექტის. არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები