შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე ისაუბრა.

„მოწოდება არის ყველას მიმართ, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები