გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: თევზის თვალებით გიყურებენ და ვერაფერს ამბობენ

“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები მაჭარაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ, რადგან, მაჭარაშვილის თქმით, “ოპოზიციამ რომ თქვას, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ფულს დაკარგავენ, რომ თქვან, რომ კაცის კაცზე ქორწინების მომხრე არიან – საკუთარ ამომრჩეველსაც”.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის იმ შინაარსის, რომელი შინაარსისაც ეშინია ელემენტარულად ოპოზიციას. თევზის თვალებით გიყურებენ და ვერაფერს ამბობენ. რომ თქვან, რომ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, ფულს დაკარგავენ უცხოეთიდან და ყურს აუწევენ პატრონები და ვერაფერს ამბობენ. პირდაპირ რომ თქვან, რომ კაცის კაცზე ქორწინების მომხრე არიან, საკუთარ ამომრჩეველსაც ბევრს დაკარგავენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები