გია ვოლსკი: არაფერი საერთო არც სიტყვით, არც პათოსით, არც ფორმულირებით რუსულ კანონთან არ აქვს

ასეთი მსჯელობა, რომ არ წავიკითხოთ და მხოლოდ ვიძახოთ, რომ ეს არის რუსული კანონი, არის ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, – ამის შესახებ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსის თქმით, აღნიშნულ კანონს რუსულთან საერთო არაფერი აქვს.

„არაფერი საერთო არც სიტყვით, არც პათოსით, არც ფორმულირებით რუსულ კანონთან არ აქვს. ასეთი მსჯელობა, რომ არ წავიკითხოთ და მხოლოდ ვიძახოთ, რომ ეს არის რუსული კანონი, არის სტრატეგიული გეგმა. იგივე ინსტრუქცია აქვთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგი კიდევ თავად არის ორგანიზატორი დაპირისპირების. ურჩევნიათ, საქართველოს დაუწესდეს სანქციები და ამას მოითხოვენ, ვიდრე ელემენტარულად, საზოგადოებას აცნობონ იმის თაობაზე, რა თანხას იღებენ და რა პროგრამებში ხარჯავენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები