ალიევი დარწმუნებულია, რომ პუტინთან შეხვედრა მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ მის რუს კოლეგასთამ, ვლადიმერ პუტინთან კრემლში გამართული შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას დღევანდელი შეხვედრისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას.

თანამედროვე რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე და გამიზნულია შედეგზე. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვახდენთ მსხვილი სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციას და აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის – ჩრდილოეთი-სამხრეთის შექმნაში, არამედ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და ბევრ სხვა სფეროში“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები