ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა, ისრაელის მიმართ განხორციელებული ბოლო თავდასხმების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია.

სანქციები მიზნად ისახავს ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული კომპონენტების ექსპორტის შეზღუდვას, რომელიც გამოიყენება დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში.

გარდა ამისა, შეზღუდვები ასევე მოიცავს შავ სიაში იმ სუბიექტებისა და ორგანიზაციების შეყვანას, რომლებიც ირანული დრონების პროგრამაში არიან ჩართულნი. აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა და მათი აქტივები გაიყინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები