ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსი თანამდებობას ტოვებს

ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი აარონ ჰალივა თანამდებობას ტოვებს, თუმცა, მოვალეობის შესრულებას თავისი შემცვლელის დანიშვნამდე გააგრძელებს.

გასულ წელს ჰალივამ განაცხადა, რომ მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა დაზვერვის წარუმატებლობაზე, რასაც 7 ოქტომბერს ისრაელის ქალაქებზე „ჰამასის“ თავდასხმა მოჰყვა.

7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით არმიაში შიდა გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგები ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის ივნისის დასაწყისში უნდა წარუდგინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები