გია ვოლსკი: აქციის გამართვა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო

“აქციის გამართვა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, აქ არანაირ აგრესიაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ოპონენტებმა ეს თემა უცებ აიტაცეს და საუბრობენ, რომ ეს არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის დაპირისპირების წინაპირობა, რაც აბსურდია. მათი განცხადებები დისკრედიტაციის მცდელობაა. აქციას ითხოვენ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდამჭერები, არამედ ის ადამიანები, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ქვეყანას სჭირდება, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები