ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ყველაზე მეტად ეშინიათ არჩევნების ღიად და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარების
“დასანანია, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით შეპყრობილი ადამიანები ზურგს უკან ეფარებიან ყველაზე ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების ეშინია.
„ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანონ. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ არჩევნების ღიად და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარების. გამჭვირვალე არჩევნების ეშინიათ მდიდარ “ენჯეოებსაც”. მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოში ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ოპოზიციას სწორედ ეს შიში აწუხებს. დასანანია, რომ ადამიანები, რომლებიც დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შიშით არიან შეპყრობილი, ზურგს უკან არიან ეფარებიან ყველაზე უფრო ხალას და ნამდვილ ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. საზოგადოება 29 აპრილს მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამხელს იმ ადამიანებს, ვისაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ეშინია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.