ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, მოსკოვში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

აღნიშნულია, რომ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში ალიევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

19 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს მხარეების შეთანხმდნენ, რომ სომხეთის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ოთხი სოფელი: ბაგანისი (ბაგანის აირიმი),​ ვოსკეპარი (აშაგი ასკიფარა), კირანცი (ხეირიმლი) და ბერქაბერი (კიზილ გაჯილი) აზერბაიჯანს დაუბრუნდება.

შესაბამისი შეთანხმება 15 მაისამდე იქნება ხელმოწერილი.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო ხაზის შეთანხმებულ მონაკვეთებზე ერთდროულად, ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურები ჩადგებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები