SIPRI: მსოფლიოში გასულ წელს მშპ-სთან შედარებით სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა უკრაინაში იყო, მეორე ადგილზეა რუსეთი

გლობალური სამხედრო ხარჯები, რომლებიც ზედიზედ მეცხრე წელია, იზრდება, გასულ წელს კიდევ 6,8%-ით გაიზარდა და, ჯამურად, $2,443 ტრილიონს მიაღწია.

ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ინსტიტუტის კვლევის მანძილზე ეს არის სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ის შეესაბამება გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3%-ს.

გასულ წელს გლობალური სამხედრო ხარჯების ზრდა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ომით, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობით აიხსნება.

იარაღზე დანახარჯები კონცენტრირებულია სახელმწიფოთა შედარებით მცირე ჯგუფში. გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯების, დაახლოებით, ნახევარი, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე მოდის.

2023 წელს ათეულში შემავალ ყველა ქვეყანამ სამხედრო ხარჯები გაზარდა. ამ ჯგუფს შორის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა უკრაინაში იყო. მისი სამხედრო ხარჯები 51%-ით გაიზარდა და 64,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუ 2022 წელს უკრაინა მე-11 ადგილზე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც იარაღზე ყველაზე მეტი ფული დახარჯა, 2023 წელს ის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

მშპ-სთან შედარებით სამხედრო ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა უკრაინაში დაფიქსირდა – 11%-ით, 37%-მდე. ამ მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილზეა. SIPRI-ის შეფასებით, მისი სამხედრო ხარჯები 1,2%-ით გაიზარდა  და მთლიანი შიდა პროდუქტის 5,9%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები