ირანში ჰიჯაბის ტარების წესი მკაცრდება – შექმნილია ახალი სამართალდამცავი სტრუქტურა

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მეთაურმა, ჰასან ჰასანზადემ ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის საქმიანობის მიზანია ქალებისთვის მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის აღსრულება.

მისი თქმით, ამ უწყების თანამშრომლებმა სპეციალური მომზადება გაიარეს, რათა შემდგომში უზრუნველყონ, რომ ქალებმა საზოგადოებრივ ადგილებში ჰიჯაბი „მეტი პასუხისმგებლობით“ ატარონ.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ირანული ბიუროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში ირანის ხელისუფლებამ “მორალის წესების” შესაბამისობის შემოწმება გააძლიერა, რომლის დროს ქალებს არასათანადოდაც ეპყრობოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები