Reuters: ერაყის ტერიტორიიდან სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას, სულ მცირე, ხუთი რაკეტა ესროლეს

ერაყის ტერიტორიიდან სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას, სულ მცირე, ხუთი რაკეტა ესროლეს.

ამის შესახებ Reuters-ს ერაყის უსაფრთხოების სააგენტოში წყარომ და ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

აღნიშნულია, რომ რაკეტები ქალაქ ზუმარის მიმართულებიდან იყოს გაშვებული.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტზე, თებერვლის შემდეგ, ეს პირველი თავდასხმა გახდა.

ის ერაყის პრემიერმინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის მიერ შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა. ვიზიტის ფარგლებში, მუჰამედ შია ალ-სუდანი თეთრ სახლს სტუმრობდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდა.

ISIS-ის ერთ-ერთი ფრთის – “კატაიბ ჰეზბოლას” ტელეგრამის არხზე ნათქვამია, რომ ​ერაყში შეიარაღებულმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, განაახლოს თავდასხმები თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, რადგან ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო კოალიციის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწიეს.

კიდევ ერთმა ტელეგრამის არხმა – Sabreen News-მა მოგვიანებით დაწერა, რომ ირანის მიერ მხარდამჭერი დაჯგუფებისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები