თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს.

ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა, ალი იერლიქაიამ Twitter-ში (X) დაწერა.

მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები ოთხ პროვინციაში ჩატარდა.

მისივე თქმით, ოპერაციების დროს ამოღებულია თოფები, დაურეგისტრირებელი პისტოლეტები, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა და თურქული ლირა, ასევე, დიდი რაოდენობით ციფრული მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები