დავით მათიკაშვილი: ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება – ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა
რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეზინფორმაციის შედეგად მოხდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ახალგაზრდების აჟიტირება და მოტყუება.
„აშკარაა ისევ და ისევ ღირებულებით ნაწილში საკმაოდ უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეგვიცვალეს „მამული, ენა ერთობით“, ამის უფლება არავის აქვს. აშკარად ჩანს, რომ სწორედ ეკლესიისა და ჩვენი რწმენის გარკვეულწილად წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც შეიძლება, იყოს ეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.