გურამ მაჭარაშვილი: ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა, ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა
“ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ
ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა.
„გვინდა, რომ კონსტიტუციაში იყოს ისეთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაცული იქნება. ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა და ანტიევროპული ღირებულება არის ლგბტ პროპაგანდა“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვები დღეიდან იწყება.