ირაკლი ქადაგიშვილი: მოწყვლად ადამიანთა თემის უფლებების დაცვის პარალელურად, დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ ლგბტ პროპაგანდა არ იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
“ეს ცვლილებები არის საკონსტიტუციო ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ საჭიროა საერთო სახალხო განხილვა. დღეიდან ეს მარათონი დასავლეთ საქართველოში იწყება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უნდა იყოს.
„განსაკუთრებულად დაცული იყოს მოწყვლადი საზოგადოების, მოწყვლად ადამიანთა თემის უფლებები, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ ლგბტ პროპაგანდა არ იყოს ბავშვებში, მოზარდებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვები დღეიდან იწყება.