“საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ” – სოზარ სუბარი

საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია, ის ყოველთვის შენ სასარგებლოდ მოქმედებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“  განუცხადა.

„გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველო 2029 წლამდე პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით პირველ ადგილზე დგას. პრაქტიკულად, ჩვენ გადავდივართ საშუალო სიმდიდრის ქვეყნების რიგში. ერთ დღეში კი ყველაფერი უკან დაგვრჩება! ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რამდენ რაკეტას ისვრის რუსეთი უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ამბობდნენ, რომ რუსეთს რაკეტები უმთავრდება და მალე აღარ ექნებაო. რომ წარმოვიდგინოთ, მართლაც 6 რაკეტა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ერთ დღეს საქართველო ჩაბნელდეს“, – აღნიშნა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები