იაპონიაში სამხედრო ძალების ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

იაპონიის სამხედრო  ძალების ორი ვერტმფრენი წვრთნების დროს ზღვაში ჩავარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის თავდაცვის მინისტრ, მინორუ კიჰარაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ატარებდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. დიდი ალბათობით, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ეკიპაჟის დაკარგულ 7 წევრს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები და სანაპირო დაცვა ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები