ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ, ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით ამ დახმარებას შეიგრძნობს ყველა, როგორც ჯარისკაცები ბრძოლის წინა ხაზზე, ისე ქალაქები და სოფლები, რომლებიც რუსული ტერორის მსხვერპლნი გახდნენ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები