გიორგი ჩაკვეტაძე: პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, ჩვენ ყველა ამ პროცედურისთვის მზად ვართ

“პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს და ჩვენ ყველა ამ პროცედურისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ ასახელებს არგუმენტებს თუ რატომ არ უნდა იქნეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონი მიღებული.

„პირველი მოსმენის დროს ვნახეთ, რომ ვერცერთი არგუმენტი დაგვისახელეს, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუხლობრივ განხილვებში მათი ეს პოზიცია შეიცვლება, შემოვლენ საგნობრივ განხილვებში და წინ აქტიური პროცესები გველოდება წინ. შემდგომ მესამე მოსმენა გვექნება, პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა რომ ამ კანონს ვეტოს დაადებს და ჩვენ ყველა ამ პროცედურისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები