„გამჭვირვალობა თუ არის ამომავალი წერტილი, ეს დავსვათ სათავეში და ეს გავხადოთ მთავარი” – ქადაგიშვილი
ჩვენ საყვედურს კი არ ვამბობთ ევროპულ ფასეულობასა და ჩვენს გზაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ გზაზე ორივე მხარე უნდა ვიყოთ მეგობრები, გამჭვირვალენი და ერთი მიზნითა და იდეით გაერთიანებულნი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
„გამჭვირვალობა თუ არის ამომავალი წერტილი, ეს დავსვათ სათავეში და ეს გავხადოთ მთავარი და არა ის, რომ ვიღაცამ ეს ასე აღიქვა, ვიღაცას ეჭვი აქვს და თავისი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოსწონს „ქართული ოცნება“ და 10 წლის პერსპექტივაში ხედავს, რომ საქართველოს „ქართული ოცნება“ რუსეთში შეიყვანს. აბსურდებსა და ყველანაირ შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მთავარ ევროპულ ფასეულობას ჩქმალავენ კუთხეში. არ არის ეს მიდგომა, რა მიდგომითა შეიძლება, ეს იყოს პროდუქტიული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა