“დასავლეთშიც უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით, როგორიც საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დროს იყო, კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის” – ქადაგიშვილი

დასავლეთშიც, ალბათ, უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით, როგორიც საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დროს იყო, რა თქმა უნდა, კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

“ჩვენ ყველა დონეზე გვაქვს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, საელჩოებთან. ჩემი გამოცდილებით გეტყვით – როდესაც მათთანაც შევდივართ საუბარში, იქაც ამ სუბიექტურობას ვაწყდებით. და რაში გამოიხატება ეს სუბიექტურობა – როცა თუნდაც, ამ კანონთან დაკავშირებით ვეუბნებით, მოდით, თქვენ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას შევადაროთ და თუ ვიპოვით რამე განსაკუთრებულს, რაც თქვენ კანონმდებლობასთან შედარებით ოდნავ რადიკალურია, ან თქვენი კანონმდებლობისმაგვარი იქნება სიმკაცრითა და მასშტაბურობით, მაშინ ჩვენ უკან დავიხევთ. მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ვერ ბედავენ ამ კანონთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრის გახსნას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები