„ოპოზიციას საკუთარი აზრი არ გააჩნია, მისი ყველა განცხადება არის ის, რომ არანაირ დისკუსიაში არ შემოვლენ” – ქადაგიშვილი
„ოპოზიციას საკუთარი აზრი არ გააჩნია. ოპოზიციის ყველა განცხადება არის ის, რომ არანაირ დისკუსიაში არ შემოვლენ. მათი ასეთი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არგუმენტები არ გააჩნიათ. მათი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, თუ საზღვარგარეთიდან გზავნილი შეიცვლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
“ამ კანონის გარშემო სულ სხვა ვნებათაღელვაა ატეხილი და რეალურად, ამ კანონის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ის გამჭვირვალეს ხდის საქართველოში ძალიან ბევრ პროცესს, მათ შორის პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროცესს. ამიტომ არის, რომ ოპოზიციას არ უნდა პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ღია იყოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.