მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი, მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება, იქნება ლევან ხაბეიშვილი – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

მდინარაძის თქმით, მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება.

„უცხო სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი უკრაინის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მეგობრობს დღეს ჩვენთან და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მოქალაქედ დარეგისტრირებული მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. ეს ერთი საკითხია. მეორეა, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიც არის. მას მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ხაბეიშვილი ან სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები