ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები

მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ გუშინ მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა – „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს გმირთა მემორიალთან ფიცის დადების დროს სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ.

„ამ პერფორმანსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რაც ვნახე კადრები, არის იგივე „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელები და მათი ლიდერები. მინდა ყველა ახალგაზრდას მივმართო, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს და არ მიეკუთვნებიან რომელიმე პარტიას, ამ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთაზე, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს არ უნდა გასცდეს გამოხატვის ჩარჩოებს და გადავიდეს ძალადობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები