ირაკლი ღარიბაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან – ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ

პროცესი გრძელდება – აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს – ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” მოიტანა.

„დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი. ამას მთავრობა და ხელისუფლება იცავს და ასე იქნება მომავალშიც. მთავარი მინდა ვთქვა და მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვინ არის ეს ძალა? ეს არის „ქართული ოცნება“. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი – ჩემი წინა პრემიერობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? 2012 წლამდე ევროპაში მოგზაურობდა მხოლოდ მმართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი 100 ევროდ და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი? ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა? დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. დამთავრდა საუბარი, მე არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ რაიმე ძალისხმევა დავაკელით და რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და იმას მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.

პროცესი გრძელდება – აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს – ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები