Bloomberg: ისრაელი აშშ-ს მეტ იარაღს სთხოვს

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო ისრაელმა შეერთებულ შტატებს მეტი იარაღი სთხოვა, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ისრაელი ვაშინგტონს სთხოვს მეტი სატანკო ჭურვებისა და სამხედრო მანქანების მიწოდებას.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ისრაელი იმედოვნებს, რომ შეავსებს რეზერვებს ღაზას სექტორში ომისა და ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

შეერთებული შტატების კონგრესი ისრაელისთვის დახმარების საკითხს დღეს, 20 აპრილს, უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები