პაატა კვიჟინაძე: ოპონენტებს არ სჯერა ჩვენი, როდესაც ვეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდაა, პენსიები მატულობს – ახლა სავალუტო ფონდმა თქვა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ

ოპონენტებს არ სჯერა ჩვენი, როდესაც ვეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდაა, პენსიები მატულობს – ახლა სავალუტო ფონდმა თქვა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა.

„ოპონენტებს არ სჯერა ჩვენი, როდესაც ვეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდაა, პენსიები მატულობს. ახლა სავალუტო ფონდმა, ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ თქვა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ პერიოდში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კეთილდღეობის კუთხით“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები