როდის დატოვებს საპატიმროს ლაზარე გრიგორიადისი – ადვოკატის განმარტება

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის

გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო. ამის შესახებ
ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, მიზეზად მოსამართლემ საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა.

14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები