გია აბაშიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ “დარიგებას”

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

როგორც ანალიტიკოსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ “დარიგებას”.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, აწ უკვე ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს სასტიკად უპირისპირდებოდა მისი ოლქის ელექტორატი ილინოისიდან – შტატის საქმეებს მიხედე და შენი განსახილველი არაა საქართველოს საარჩევნო სისტემა! იყო ამგვარი მწვავე განცხადებებიც სოცქსელში.
იმის გარდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ამერიკის განვითარების ხარჯზე უკრაინის დახმარებაზე აკრიტიკებენ ამერიკელები, ამას ემატება ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთის გამო აღშფოთება, ახლა უკვე საქართველოს გამოც მართებულად შეწუხდნენ აშშ-ის მოქალაქეები.
5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კი არაა შორს”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები