„მართლაც საუკუნის კურიოზია ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება საქართველოში, როცა ისმის გამაოგნებელი კომენტარები უცხოელების მხრიდან. ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო, მე ფული შემომაქვს საქართველოში, იმიტომ რომ ჩემს პოლიტიკას მოვახმარო.
რაც შეეხება ევროპელებს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან ის პროამერიკელი ევროპელი ლიდერები, რომლებსაც შიგნით, თავიანთ ქვეყნებში და ხალხთან აქვთ პრობლემები. ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად დასუსტდა და უუფლებო გახდა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის შემდეგ, სწორედ ევროპა. პოლიტიკა კი, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში დუღს და ყველამ საკუთარ თავზე განიცადა ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია რუსეთთან დაპირისპირება, რადგან რუსეთი, ფაქტობრივად, მათი ბეღელი იყო. გამომდინარე აქედან, ეს ლიდერები გვეუბნებიან, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ, მაგრამ, რატომ არ უნდა მივიღოთ, ამას არ გვიხსნიან. ევროპელები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი სხვაა და თქვენი სხვაო. რაღაცაში დავეთანხმები, იმიტომ, რომ მათი კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენი. ჩვენი კანონი არის ძალიან მსუბუქი, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. მათი კანონი კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოიცავს. ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან პარტნიორები ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ, ევროკომისიის მიერ მოწონებულ და სულ მალე განსახილველად და მოსმენებისთვის გამზადებულ პროექტზე,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.