დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

ამის შესახებ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

დაღუპულია 14 წლის გოგონა, ასევე, 6 და 8 წლის ბიჭები.

იერიშის შედეგად 16 ადამიანია დაშავებული, მათი ნაწილი საავადმყოფოშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები