ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება

თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ფსიქოლოგიურად ძალადობთ ჩვენს საზოგადოებაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა – ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ზნე არ იცვლება, ასევე, არ იცვლება “მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არა მოძალადეების ზნე და რეჟიმი”.

„დღეს ჩვენ გვაქვს მორიგი გამოვლინება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უშუალოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. მიუხედავად დაძაბული, რთული დღეებისა შს მინისტრმა მოითხოვა არა გადადება ინტერპელაციის, არამედ, კანონის სრული დაცვით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე მობრძანდა დღეს პარლამენტში, რომ კონკრეტულად დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. მაგრამ, ამ ხალხს შს მინისტრი დაბარებული ჰყავდათ, ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს, არა პასუხის მოსასმენად, არამედ, მათ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არა მოძალადეების ზნე და რეჟიმი. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ფსიქოლოგიურად ძალადობთ ჩვენს საზოგადოებაზე. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ატერორებდით ჩვენს ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს ჩვენი საზოგადოებისა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები