თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაშავებულები

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რომლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ Anadolu წერს.

აღნიშნულია, რომ ავტობუსი ბულგარეთიდან მოდიოდა, ავარია კი ქალაქ კირკლარელთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს მოხდა.

დაშავებულთა შორის ავტობუსის მძღოლია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები